თბილისში დღეს ახალი, PORSCHE 911-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. პრემიერა უნიკალური შოუს ელემენტებითა და გრანდიოზული გათამაშებით გაფორმდა. სპეციალურად ამ შოუსთვის კომპოზიტორმა გიორგი ყანჩელმა კომპოზიცია „Sound Composition“ დაწერა.
როგორც „ფორტუნას“ „პორშე ცენტრი თბილისში“ განუცხადეს, PORSCHE დღეს ყველაზე წარმატებული საავტომობილო ბრენდია, რომლის ავტომობილებიც ნახევარ საუკუნეზე მეტია წარმოადგენს ავტოინდუსტრიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს.
„უშუალოდ PORSCHE 911-მა გააერთიანა ყველა წინაღობა და უფრო დინამიური, უფრო მკვეთრი და მძლავრი დიზაინის მქონე ავტომობილი და უმაღლესი დონის კომფორტი შექმნა,“- განაცხადეს „პორშე ცენტრი თბილისში“.
PORSCHE 911 პრემიერას ბიზნესსფეროსა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები , ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: Chronograph და Romain Jerome, ISI PARIS და Carolina Herrera, VARTA, SARAJISHVILI, KOPENBUR.