LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche დიზელის ძრავიან ავტომობილებზე უარს არ ამბობს

59

კომპანია Porsche-მ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დიზელის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების გამოშვებას აღარ გეგმავდა. ინფორმაციას გერმანული ავტომწარმოებლის გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელზე, დეტლევ ფონ პლატენზე დაყრდნობით Automotive News ავრცელებს.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ დიზელის ძრავების სრულ ამოღებაზე. ჩვენი გეგმების მიხედვით, ერთი ასეთი ძრავი Cayenne-ს და შესაძლოა ერთიც Macan-ს ჰქონდეს. დიზელების დატოვებას ქროსოვერებსა და ყველგანმავლებზე აზრი აქვს, რადგან მყიდველებს სვლის დიდი მარაგი და მაღალი ბრუნები სურთ“ – ამბობს დონ პლატენი.

Porsche-ს ტოპ მენეჯერმა დაამატა, რომ „მძიმე საწვავზე“ მომუშავე ახალი თაობის Cayenne წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს.

იმის შესახებ, რომ Porsche სრულად აპირებდა დიზელის ძრავიანი ავტომობილების წარმოებაზე უარის თქმას, ინფორმაცია თებერვლის შუა რიცხვებში გავრცელდა. მაშინ აღინიშნა, რომ გადაწყვეტილება მოთხოვნის სტრუქტურის ცვლილებამ, გამონაბოლქვის მიმართ მოთხოვნების გამკაცრებამ და „დიზელის სკანდალმა“ განაპირობა, რომელშიც Volkswagen გაეხვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები