Porsche–ში განაცხადეს, რომ როდსტერი Boxster–ის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია და პროტოტიპი უკვე პირველ ცდებს გადის.
გამოცემა Car & Driver–ის ინფორმაციით, თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება მწარმოებელი Boxster EV–ს ოფიციალურ პრემიერას ძალიან მალე მოაწყობს, რაც სერიული მოდელის წინამორბედად გადაიქცევა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სპორტულ ელექტრონულ ორკარიან მოდელს ახალ არქიტექტურაზე ააგებენ და ამ საკითხზე ბრენდი უკვე მუშაობს. მოსალოდნელია ასევე ისიც, რომ ელექტრონული Boxster ჩვეულებრივ შიდა წვის ძრავის მქონე მოდელთან ერთად გამოვიდეს.
რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, ინფორმაციის გასაჯაროებას ბრენდი არ ჩქარობს და მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ სპორტული ავტომობილი ძალიან მსუბუქი, მძლავრი და სწრაფი უნდა იყოს. თანამედროვე ელექტრონული ელემენტები კი ზედმეტად მძიმეა, ასე რომ ცვლილებები ამ საკითხშიც არ არის გამორიცხული.
