LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche გერმანიაში ყოველ მეხუთე თანამშრომელს გაათავისუფლებს

105
ქირიას NEWS შაბლონი (3)

გერმანულმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა Porsche-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2035 წლამდე შტატს დაახლოებით 20%-ით, ანუ 9 000 თანამშრომლით შეამცირებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიის მასშტაბური რესტრუქტურიზაციის ნაწილია, რომლის მიზანია ხარჯების შემცირება და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.

დამატებით 5 000 სამუშაო ადგილი ეტაპობრივად გაუქმდება 2035 წლამდე, რაც ადრე გამოცხადებულ 3 900-კაციან შემცირებას დაემატება. კომპანიაში აცხადებენ, რომ იძულებითი გათავისუფლებები არ იგეგმება – პერსონალის შემცირება ძირითადად ბუნებრივი გადინების, პენსიაზე გასვლისა და ნებაყოფლობითი კომპენსაციის პროგრამების მეშვეობით განხორციელდება.

Porsche-ს გადაწყვეტილება გაყიდვების შემცირებამ, განსაკუთრებით ჩინეთის ბაზარზე, ასევე ელექტრომობილებზე მოსალოდნელზე სუსტმა მოთხოვნამ და აშშ-ის ტარიფების გავლენამ განაპირობა. ახალი აღმასრულებელი დირექტორის, მიხაელ ლაიტერსის სტრატეგია კომპანიის მოდელების გამარტივებას, უფრო მოგებიან ავტომობილებზე ფოკუსირებასა და ოპერაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.

რესტრუქტურიზაციის მიუხედავად, კომპანია გერმანიაში წარმოების შენარჩუნებას გეგმავს. 2035 წლამდე Porsche 2,1 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს ცუფენჰაუზენის საწარმოსა და ვაისახის საინჟინრო ცენტრის განვითარებაში, ხოლო თანამშრომლებისთვის ამ ობიექტებზე სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიას გასცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები