სპორტქარის დიზაინს სერიოზული ცვლილებები არ განუცდია, ხოლო რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, როგორც მოსალოდნელი იყო – აგრეგატი ბევრად გაუმჯობესდა.
ავტოექსპერტთა ინფორმაციით, ახალი Porsche 911 ცოტა უფრო გრძელი გახდა და განათებაც მცირედით შეეცვალა. სპორტქარის სალონში ახალი პანელი და ციფრული აღჭურვილობა გაჩნდა. ასევე, კუპემ 450 ცხენის ძალის სიძლიერის ძრავი მიიღო და პირველი „ასეულის“ განვითარება 4 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია.