LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ ახალი მოდელის სახელი გაამხილა

46

Porsche-მ ახალი მოდელის სახელი გაამხილა. Mission E-ს კონცეპტის სერიულ მოდელს Taycan დაერქმევა და როგორც გერმანული ბრენდის ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს „ყველაზე ენერგიულ ახალგაზრდა ცხენს“ ნიშნავს.

სიახლე ორი ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი და მას 600 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. Taycan პირველ 100 კმ-ს სულ რაღაც 3,5 წამში ავითარებს. 200კმ/სთ-ის ასაკრეფად კი ამ ავტომობილს ოდნავ მეტი – 12 წამი სჭირდება. ინოვაციური პორშეს სვლის მარაგი 500 კმ-ია. ხოლო, სუპერსწრაფად მმუხტვადი ელემენტის Mission E-ს დამსახურებით კი 15 წუთში 80%-მდე დამუხტვაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ Porsche Mission E-ს პროტოტიპის დებიუტი ჯერ კიდევ 2015 წელს შედგა. მისი სერიული გამოშვება კი 2020 წლისთვის დაიწყება და პროექტის ბიუჯეტი 700 მილიონ ევროს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები