LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche Macan-ის მომავალი თაობა ელექტრონული გახდება

96
porshe

„პორშეს“ ხელმძღვანელობამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და მზადაა, რომ MAcan-ის კროსოვერის ელექტრონული ვერსია შექმნას. საუბარია, მოდელის ახალ თაობაზე, რომლის პრემიერაც მომავალი ათწლეულის დასაწყისისთვის შედგება.

ისევე როგორც Taycan-ს, ახალ Macan-საც PPE-ს პლატფორმაზე ააგებენ და მასზე Audi-სთან ერთად იმუშავებენ. ბრენდის ხელმძღვანელობას სურს, რომ 2022 წლისთვის ელექტრომობილებში 6 მილიარდ ევროზე მეტი დააბანდოს. გეგმის მიხედვით კი 2025 წლისთვის წარმოების ნახევარი მაინც ელექტრონული უნდა იყოს.

მომავალ ათ წელს „პორშე“ ბენზინის ძრავის გაუმჯობესებას მოახმარს და პირველ ჰიბრიდულ ვერსიებსაც ამ პერიოდში შექმნის. ამის შემდეგ კი ტესტ-დრაივები და სერიული წარმოება დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები