LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-ს ახალმა კროსოვერმა ოქროს ინტერიერი მიიღო

porsche-macan

ატელიე Carlex Design-მა Porsche-ს კროსოვერის გაუმჯობესებული ვერსია შექმნა. პოლონურ კომპანიაში ძირითადად ავტომობილის ინტერიერზე იმუშავეს და სალონი ოქროს ელემენტებით შეავსეს.

Macan-ის ინტერიერის დიდი ნაწილი ღია კრემისფერ ტყავშია შესრულებული. სახელურების ნაწილი კი შავი დეტალებითაა გაფორმებული. ხოლო საჭემ, წინა პანელმა და ცენტრალურმა კონსოლმა ვარდისფერი ოქროსგან დამზადებული ნაწილები მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე Carlex Design-მა Mercedes-Benz 230 SL-ის როდსტერის სალონი დაატუნინგა. 1960-იანი წლების ბოლოს გამოსული მოდელი ყავისფერ ტყავში შეასრულეს და მცირე დეტალებით აგრესიული ვიზუალი მისცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g