LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche „სათამაშოების ისტორიის“ შთაგონებით უნიკალურ 911-ს ქმნის

103
1428x1428

Porsche-მ გაავრცელა კადრები, რომლებიც განსაკუთრებული Porsche 911-ის შექმნის პროცესს ასახავს. პროექტი ანიმაციურ სტუდია Pixar-ის მონაწილეობით ხორციელდება და ეძღვნება ანიმაციური ფილმის Toy Story 5 („სათამაშოების ისტორია 5“) პრემიერას.

უნიკალური ავტომობილი შთაგონებულია ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟით ბაზ ლაითერით, რომელიც კოსმოსური რეინჯერის როლში გვევლინება.

ჯერჯერობით Porsche სრულად არ აჩვენებს ავტომობილის საბოლოო დიზაინს, თუმცა გამოქვეყნებული ფოტოებიდან უკვე ჩანს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. სპორტქარი მიიღებს ბაზის კოსმოსური კოსტიუმისთვის დამახასიათებელ ფერთა კომბინაციას – თეთრის, მწვანისა და იისფერის სხვადასხვა ტონს. ასევე გამოყენებული იქნება წითელი აქცენტები, რომლებიც პერსონაჟის უნიფორმის ელემენტებს იმეორებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის კაპოტზე შესაძლოა განთავსდეს კოსმოსური რეინჯერების ოფიციალური ემბლემა, რომელსაც ბაზ ლაითერი გულზე ატარებს. ჰაერის შემშვები არხები კი ყვითელი და შავი დეკორატიული ხაზებით გაფორმდება. ფოტოების მიხედვით, დიზაინში გამოყენებულია ასევე წარწერა „Lightyear“.

პროექტის განსაკუთრებულობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ავტომობილის შეღებვა და დეკორატიული ელემენტების ნაწილი ხელით სრულდება.

„სათამაშოების ისტორია 5“-ის მსოფლიო პრემიერა 19 ივნისს არის დაგეგმილი. ახალი ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ვუდის, ბაზისა და მათი მეგობრების მთავარი გამოწვევა ბავშვების ყურადღებისთვის ბრძოლა იქნება, რადგან თანამედროვე სამყაროში სათამაშოების კონკურენტებად ციფრული გაჯეტები იქცნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები