LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche თავის მგზავრებს ვირტუალურ რეალობაში ამოგზაურებს

78
prschvirt

კომპანია Porsche-მ Vr-განრნიტურის ახალი გასართობი სისტემის გამოცდა დაიწყო. ავტომობილში განთავსდება ვირტუალური რეალობის სათვალეები, რომელიც უკან მჯდომი მგზავრებისთვის იქნება განკუთვნილი.

ახალი ტექნოლოგიის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის ავტომობილთან ერთად მუშაობს. სისტემას აქვს გადამცემები, რომელიც ავტომობილის მანევრირებას რეალურ დროში გრძნობს და სურათი ვირტუალურ სამყაროში გადააქვს. ამასთან, თამაშის გაგრძელება სამოგზაურო დროის მიხედვითაა შესაძლებელი.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, სიახლე ავტომობილში გართობას სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანს და სისტემის დანერგვა ავტომობილებში მომავალ 3 წელიწადში მოხდება.

ტექნოლოგიის პრეზენტაცია კი ფრანკფურტის ავტოსალონზე, სექტემბრის თვეში შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g