LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პორშე ცენტრი თბილისში“ PORSCHE 911-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

490

12 დეკემბერს, „პორშე ცენტრი თბილისში“, ახალი PORSCHE 911-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ამის შესახებ ”ფორტუნას”  „პორშე ცენტრი თბილისიდან” აცნობეს.

მათივე ინფორმაციიით, პრემიერა გაფორმდება უნიკალური შოუს ელემენტებით, გრანდიოზული გათამაშებით და ფურშეტით დასრულდება. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ შოუსთვის კომპოზიტორმა გიორგი ყანჩელმა დაწერა „Sound Composition“.

როგორც „პორშე ცენტრი თბილისში“ აცხადებენ, PORSCHE დღეს ყველაზე წარმატებული საავტომობილო ბრენდია, რომლის ავტომობილებიც ნახევარ საუკუნეზე მეტია წარმოადგენს ავტოინდუსტრიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს. უშუალოდ PORSCHE 911-მა კი გააერთიანა ყველა წინაღობა და უფრო დინამიური, უფრო მკვეთრი და მძლავრი დიზაინის მქონე ავტომობილი და უმაღლესი დონის კომფორტი შექმნა.

”მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას სრულყოფილი ავტომობილი და სწორედ ამიტომ – PORSCHE-ს თითოეული ავტომობილი ხდება გამორჩეული”,-  განაცხადეს „პორშე ცენტრი თბილისში“.

კომპანიის ინფორმაციით, პრემიერას დაესწრებიან ბიზნეს სფეროს და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ა.შ.  PORSCHE 911-ის ღონისძიების პარტნიორები კი არიან შემდეგი კომპანიები: Chronograph და Romain Jerome, ISI PARIS და Carolina Herrera, VARTA, SARAJISHVILI, KOPENBUR.

PORSCHE  – სწრაფი, მანევრული, ძლიერი, პრემიუმ კლასის, ელეგანტური და ექსკლუზიური სპორტქარია. ფორმა გამომდინარეობს ფუნქციიდან – PORSCHE-ს თითოეული ავტომობილი ამ პრინციპის განხორციელებაა. ყველაზე მცირე დეტალებიც კი შექმნილია მკაფიოდ და გონივრული გადაწყვეტილებებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g