კომპანია Porsche თავის ისტორიაში პირველი ელექტრომობილის გამოსაშვებად ემზადება და ამერიკულ Tesla–ს კონკურენტად არ აღიარებს.
სედანი Porsche Taycan ბრენდისთვის ჯერ–ჯერობით პირველი ელექტროქარია, თუმცა მომავალში სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება. მომავალ წელს ბაზარზე Taycan Cross Turismo გამოვა, შემდეგ იქნება Macan და ექსპერტები ელექტრონულ 718–საც კი ელოდებიან.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, „პორშეს“ ხელმძღვანელობა თითქოსდა პირდაპირ კონკურენტს სერიოზულად არ აღიქვამს და თვლის რომ ორ მწარმოებელს საერთო არაფერი აქვს.
„პორშეს“ წარმომადგელები ფიქრობენ, რომ Tesla მასობრივ წარმოებაზეა ორიენტირებული, მაშინ როცა ისინი მეტ ყურადღებას ექსკლუზიურობას უთმობენ, –
„მართალია ხალხს მოსწონს ჩვენი მოდელების ერთმანეთისთვის შედარება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ რომ Tesla პირდაპირი კონკურენტი ვერ იქნება“. „პორშემ“ ისიც აღიარა, რომ „ტესლას“ უფრო მეტი სვლის მარაგი აქვს, თუმცა პრობლემის მოგვარება შედარებით მსუბუქი ელემენტის დამზადებით შეიძლება. რაც უფრო მსუბუქი იქნება ელემენტი, მის დამუხტვას ბევრად ნაკლები დრო დასჭირდება.
