LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პორშეს“ ცხელმა Taycan-მა იმედები ვერ გაამართლა

87
ee07a82e7f46c7a44864e4c3fef9127159d70d8a

„პორშეს“ პირველი ელექტრომობილი Taycan იმაზე ნაკლებად მოთხოვნადი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვინმე ელოდა. 2020 წლის პირველი 6 თვის მაჩვენებლით მხოლოდ 4480 ელექტროქარის რეალიზება მოხერხდა.

კომპანია „პორშეს“ გლობალური გაყიდვების დონემ 116 964 ავტომობილს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით უფრო ნაკლებია. ბუნებრივია, გაყიდვების ვარდნის უმთავრესი მიზეზი კორონავირუსის ინფექცია გახდა, რამაც საავტომობილო ბაზარს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.

რაც შეეხება „პორშეს“, მისი ყველაზე პოპულარული მოდელი დღემდე კროსოვერი Cayenne რჩება. 2020 წლის მანილზე ავტომოყვარულებმა 38 245 კროსოვერი შეიძინეს. მეორე ადგილზე Macan-ია, რომელსაც 34 430 გაყიდული ეგზემპლარი აქვს. გაყიდვების მაჩვენებლის 2%-იანი ზრდა ქონდა საკულტო სპორტქარს  911-ს და მისი ყიდვა წელს 16 919 ადამიანმა გადაწყვიტა.

და ბოლოს, რაც შეეხება ახალ Taycan–ს, მან კომპანიას იმედები ვერ გაუმართლა და მთლიანობაში მხოლოდ 4480 ეგზემპლარი გაიყიდა. რაც კარგი სტარტი ნამდვილად არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g