LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოტენციალს ვხედავთ გარეუბნებში, გლდანის დიდი გულშემატკივარი ვარ – სერგი გვარჯალაძე

118

რამდენიმე დღის წინ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ , ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად,  პროდიუსერი და მუსიკოსი სერგი გვარჯალაძე დაასახელა. 

რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს  ამ კონცეფციამ ქალაქს, ამის შესახებ სერგი გვარჯალაძემ იმედის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე დიდი პოტენციალი ამ მიმართულების განვითარების გარეუბნებშია, რომელიც მისივე განცხადებით, არც ტურისტული და არც კულტურული თვალსაზრისით  ათვისებული არ არის.

პოტენციალს ვხედავთ გარეუბნებში. ისინი არ არის ათვისებული არც ტურისტული და არც კულტურული თვალსაზრისით. ამიტომ დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს აუცილებლად. გარკვეული ცხელი წერტილები უნდა შეიქმნას გარეუბნებში… დიდი გულშემატკივარი ვარ გლდანის. აქაც უზარმაზარ პოტენციალს ვხედავ. დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს იქ და მათ უწევთ ცენტრალურ უბნებში ჩამოსვლა იმისთვის, რომ ფილმი ნახონ, კონცერტს დაესწრონ, კლუბში წავიდნენ. ვფიქრობ, რომ აქ უამრავი ადამიანი გამოჩნდება კრეატიული იდეებით. ჩემი მოვალეობა იქნება, რომ გარკვეული მედიაცია ვაწარმოო მერიასთან და ხელი შევუწყო კრეატიულ იდეებს

 

ამავე თემაზე –“ღამის ეკონომიკა” თბილისში – ინტერვიუ სერგი გვარჯალაძესთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g