LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PowerRay — წყლისქვეშა დრონი, რომელიც თევზაობაში დაგეხმარებათ

196

სათევზაოდ წასულ ადამიანს, რომელიც საათობით ტყუილად ზის ნაპირზე და თევზი ანკესის კაუჭას არ ეკარება, შეიძლება იმედგაცრუებამ სძლიოს და სახლში ნადავლის გარეშე დაბრუნდეს. სწორედ მათზე იზრუნა კომპანია – PowerVision-მა, რომელმაც შექმნა დრონი სახელად PowerRay.

PowerRay – ესაა ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც წყლის ქვეშ გადაადგილდება. დივაისი აღჭურვილია 4K კამერითა და WiFi-ს ფუნქციით. იგი მფლობელის სმარტფონს უგზავნის სიგნალს მაშინ, როცა წყლის ქვეშ თევზებიან ადგილს აღმოაჩენს.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა GPS მოდულზეც მოუშაობს, რაც განაპირობებს მისი მფლობელისთვის ზუსტი ლოკაციის გაგზავნას. გაჯეტის კომპანიონი-აპლიკაცია უკვე არსებობს Android-სა და iOS-ის პლათფორმაზე.

მწარმოებელმა არ დაივიწყა დრონის მთავარი ფუნქცია – ვიდეო გადაღება და აღნიშნული მოწყობილობით  წყალქვეშა სამყაროს 4K რეზოლუციით გადაღებაც შესაძლებელი გახადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები