LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 14 პოზიციით დაწინაურდა

149
beautiful-aerial-view-of-bagrati-cathedral-in-kutaisi-city-in-georgia--1188643337-8638e92398e84326a385d921d66f984d

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 14 პოზიციით დაწინაურდა. 2023 წლის რეიტინგში ქვეყანამ 53-ე ადგილი დაიკავა.

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის შეფასებით, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლიანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა უზბეკეთთან, კოტ დ’ივუართან, ბუტანსა და სომხეთთან ერთად.

ორგანიზაციის განმარტებით, პოზიტიური მშვიდობა განისაზღვრება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ის ფაქტორები, რომლებიც ქმნიან ხანგრძლივ მშვიდობას, ასევე იწვევენ ბევრ სხვა პოზიტიურ შედეგს, რომლისკენაც ისწრაფვიან საზოგადოებები.

„მაგალითად, პოზიტიური მშვიდობის მიხედვით უფრო მაღალი დონის მქონე ქვეყნები უფრო მდგრადები არიან, ასოცირდებიან მძლავრ და აყვავებულ ეკონომიკებთან, სარგებლობენ კეთილდღეობისა და ბედნიერების უფრო მაღალი დონით, აქვთ სოციალური კავშირის უფრო ძლიერი საზომები, ავლენენ უფრო მეტ კმაყოფილებას ცხოვრების სტანდარტებით და სხვა“, – აღნიშნულია ანგარიშში.