LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი სი­ტყვა არ არის სა­დღეგ­რძე­ლო – ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე…ზოგჯერ ენას კბილი უნდა დააჭირო: ლადო კახაძე

51
kaxadze

“რა­ტომ ემ­სგავ­სე­ბით ისეთ პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლებ­საც ენის ჭკუ­ა­ზე გინ­დათ სი­ა­რუ­ლი, ტვი­ნი არ­სე­ბობს ამის­თვის და ბო­ლოს და ბო­ლოს, 32 კბი­ლი”, – გა­ნა­ცხა­და  სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ლადო კა­ხა­ძემ სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

მისივე თქმით, პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრისას, ყველას თავშეკავება მართებს.

„აუცილებელ პირობად ჩავთვალე, ეს უნდა მეთქვა. რასაკვირველია, ბოდიშს ვიხდი, საწყენად არ მიიღოთ, ამას ტელევიზია სხვანაირად გააშუქებს, იტყვის, თამადა გამოვიდა მიკროფონთანო. ძალიან ხშირად იყენებთ სიტყვა სადღეგრძელოს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც ამას უგვანოდ იყენებთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენი მოვლენის გასახალისებლად, ამ სიხარულის გასანაწილებლად.

ადა­მი­ა­ნე­ბო, ამ სი­ტყვას და­უკ­ვირ­დით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი სი­ტყვა არ არის სა­დღეგ­რძე­ლო, სა­დღეგ­რძე­ლოს უკან ლი­ტე­რა­ტუ­რაც კარ­გად უნდა იცო­დე, ის­ტო­რი­აც, შენი სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გის მი­მართ, თუ გაქვთ ასე­თი დარ­გი, არ ვიცი. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გახ­დით სულ ყვე­ლა­ნი, არა­ფე­რი გა­მო­გივ­ლი­ათ ამ ქვე­ყა­ნა­ზე, პირ­და­პირ ტრი­ბუ­ნას­თან და­დე­ქით.

ეს გულს ტკენს ჩემს თა­ო­ბას, რო­მელ­საც დღე და ღამე აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი, ყვე­ლა­ფე­რი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ მო­სუ­ლი­ყო და სა­ჯა­რო სი­ტყვა ეთ­ქვა“. – ამბობს კახაძე.

კახაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსები საჯარო სივრცეს უნდა გაუფრთხილდნენ.

„დალოცვილისშვილებო, დედის ძუძუს რძე არ შეგშრობიათ პირზე და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობთ ტელევიზიით, საჯარო სივრცეში როგორ შეიძლება? საჯარო სივრცეს გაუფრთხილდით. თქვენ თუ რაღაცა დაგაკლოთ გამჩენმა, თქვენს მშობლებს ნუ დააბრალებთ ყველაფერს და იმათ მაინც გაუფრთხილდით.

პოლიტიკური ტრიბუნა ნიშნავს თანაზიარობას, გამოსწორებას, შექმნას. კანონშემოქმედება ჰქვია ჩვენს საქმიანობას, კანონდოგმატიზმი კი არა. ეს დოგმა რატომ არ მოიშალეთ? პოლიტიკური დამღა რატომ არ მოიწმინდეთ, ერთსა და იმავეს ასე სიბინძურეს ადვილად რომ გადმოანთხევთ პირის ღრუდან“. – ამბობს კახაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g