7 დეკემბერს, 7 საათზე, მწერალთა სახლში, წიგნის „PR & ურთიერთობის ფსიქოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის ავტორები არიან სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი: ირინა ცერცვაძე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი: თეონა შარიქაძე.
წიგნში განხილულია PR – ის თანამედროვე ტექნოლოგიების კონცეფციის, სტრატეგიისა და ეფექტიანი კომუნიკაციის მართვის სხვადასხვა მოდული, პროდუქტის ბრენდად ფორმირების ღირებულებათა სისტემა, კულტურის ძირითადი ტიპოლოგიური კონცეფციები, მოსაზრებები. საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR) და სხვა მომიჯნავე დისციპლინების დეფინიციები; PR – ის, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიის მეცნიერულ – თეორიული საფუძვლები და მისი როლი საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციისა და სოციალური სუბიექტების ურთიერთქმედების პროცესში. გაანალიზებულია ყველა ის მოდული და პიარ – ინსტრუმენტი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე.
ასევე განხილულია საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალი სტრატეგია, რომელიც დიდ აუდიტორიებთან საკომუნიკაციოდ გამოიყენება.
ნაშრომში გაანალიზებულია კომუნიკაციური პროცესის სტრუქტურა, მახასიათებლები, ფუნქციები; ემოციების მართვის ძირითადი პრინციპები და ფსიქოლოგიური ასპექტები; საჯარო გამოსვლებისა და დარწმუნების ხელოვნების მნიშვნელოვანი მახასიათებლები, მექანიზმები.
წიგნში განხილულია კომუნიკაციის პროცესები და ამ პროცესებით მიღწეული შედეგები, რომელიც ვლინდება ინტერპერსონალური ურთიერთობების დროს.