პრაღა ნაყინის ფესტივალისთვის ემზადება. Prague ice cream festival არის ნაყინის დღესასწაული, რომელიც ევროპაში ყველაზე მასშტაბურია და ის 25 ივნისს დაიწყება. ღონისძიება ჩეხეთის დედაქალაქში უკვე მესამედ იმართება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 110 კრონია.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები და პენსიონერები უგემრიელესი ნაყინის დაგემოვნებას სრულიად უფასოდ შეძლებენ, სტუდენტებისთვის კი გარკვეული ფასდაკლებები იმოქმედებს. წლევანდელი ფესტივალის დეტალები ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა როგორც ცნობილია, ვიზიტორებს სხვადასხვა არომატის უგემრიელესი ნაყინის დაგემოვნების საშუალება ექნებათ და გარდა ამისა, მსურველები დესერტს თავისივე ხელით მოამზადებენ.