პრაღაში ეკოლოგიური ავტომობილებისთვის პარკინგი უფასო იქნება. ელექტრო ავტომობილების მფლობელები გაჩერებას ნებისმიერ ადგილას უპრობლემოდ შეძლებენ.
სიახლე აპრილიდან ამოქმედდა და ეკოლოგიური ტრანსპორტის მძღოლებს გადაეცემათ სპეციალური ნიშნები, რაც მათ უფასოდ დაპარკინგების საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ამ პრივილეგიას გარდა ელ-მობილებისა ასევე ჰიბრიდული ავტომობილების ნაწილიც მიიღებს.
2019 წლის ბოლოსთვის პრაღაში დამატებით 50 დასამუხტი სადგური გაიხსნება და მათი საშუალებიც ავტომობილის დამუხტვა ბევრად უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი.
სიახლის მიზანი ეკოლოგიური ტრანსპორტის მფლობელთა წახალისებაა და მსგავსი მეთოდი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება. მაგალითად, ერთ-ერთია პოლონეთი, სადაც ელ-მობილებისთვის უფასო პარკინგი 2018 წლიდან ამოქმედდა.