LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღაში შეხვედრებით დე ფაქტო ვამზადებთ საქართველოსა და რუსეთის ლიდერების შეხვედრას – კარასინი

92

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ პრაღაში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრით დე ფაქტო მზადდება საქართველოსა და რუსეთის ლიდერების სამომავლო შეხვედრა.

კითხვაზე, განიხილა თუ არა რუსულმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადება და საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა, გრიგორი კარასინმა განაცხადა:

„მსგავსი შეხვედრა, ასეთ მაღალ დონეზე სერიოზული პოლიტიკური მოვლენაა. აქ, პრაღაში შეხვედრით დე ფაქტო ვამზადებთ მსგავსი ტიპის შეხვედრას სამომავლოდ. თუ რაიმეს შეთავაზება შეგვეძლება ორი სახელმწიფოს ლიდერისთვის, რა უნდა განიხილონ პირდაპირ შეხვედრაზე, ნამდვილად წავალთ ამაზე, მაგრამ ჯერ ეს ჰიპოთეტურია,“ – აღნიშნა კარასინმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმაზე 16 მაისს ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g