8 ივლისს დილას დაგეგმილი ღირსების მარში ვერ ჩატარდა. “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა ღამითვე გაიგეს, სად და რა დროს იგეგმებოდა პრაიდის ჩატარება, შესაბამისად, ორგანიზატორების თქმით, შეკრება მომეტებული საფრთხის შემცველი იყო.
როგორც “პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი განმარტავს, დახურულ ჯგუფში დაანონსდა, რომ აქცია დილის 9 საათზე გაიმართებობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ ოფისთან, თუმცა ინფორმაციამ მალევე გაჟონა. გვიან ღამით ორგანიზატორებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, აღარ მისულიყვნენ შერჩეულ ადგილას.
8 ივლისის დილას შსს-სთან მივიდნენ ის ჯგუფები, რომლებიც პრაიდის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან და რომლებიც არაერთხელ დაემუქრნენ აქტივისტებს ძალადობით. ადგილზე ჯვრით ხელში იმყოფებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად წავიდა ვერის ბაღში გადაინაცვლა.
ვასაძის თქმით, თუ სადმე ლგბქ უფლებების აქტივისტების შეხვედრა დაიგეგმა, მივლენ და გამართვის საშუალებას არ მისცემენ.