LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაიდთან დაკავშირებით მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს, რის გამოც მოძრაობასთან “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” კომუნიკაციას ვწყვეტთ: მწვანე ალტერნატივა

83
მწვანე ალტერნატივა

“რიონის ხეობის მცველებმა პრაიდთან დაკავშირებით მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს, რის გამოც მოძრაობასთან “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”კომუნიკაციას ვწყვეტთ.” – ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” ავრცელებს და “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით, დღეს განვითარებულ მოვლენებს გმობს.

მათი ცნობით, საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ დიდი წვლილი შეიტანეს სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევით და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა.

“მწვანე ალტერნატივა გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს თბილისი პრაიდთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევით და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა.

რაც შეეხება ნამახვანჰესის კამპანიასა და საზოგადოებრივ მოძრაობას “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”, მწვანე ალტერნატივა ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას.

ჩვენდა სამწუხაროდ, “რიონის ხეობის მცველებმა”, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას.

ამდენად, მწვანე ალტერნატივა წყვეტს “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” მოძრაობასთან კომუნიკაციას.” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ვარლამ გოლეთიანი პარლამენტთან კონტრაქციას შეუერთდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g