LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრაიმ ბეტონი“ ხობში ცემენტის ნაკეთობათა საწარმოს გახსნის

50996699_949377768585759_4026913529448628224_n

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით შპს „პრაიმ ბეტონი“ ხობში ევროპული სტანდარტების შესაბამის ცემენტის ნაკეთობათა საწარმოს გახსნის, რისთვისაც 1 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ახალი საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ქალაქ ხობში მდებარე 16 686 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გადაეცა.

საინვესტიციო პროექტის მიხედვით, შპს „პრაიმ ბეტონი“ წელიწადში 350 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას შეძლებს და მზა პროდუქციას ძირითადად თავისივე პროექტებში მოიხმარს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ წარმოებულ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარსაც შეთავაზებენ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 435 პროექტი რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 16 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g