LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრემიას „თავისუფალი“ ვუძღვნით სწორედ თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩვენს კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძეს, რეჟიმის ყველა პატიმარს“ – თაკი მუმლაძე

151
თაკი მუმლაძე

„პრემიას „თავისუფალი” ვუძღვნით სწორედ თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩვენს კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძეს“, – ამის შესახებ მსახიობი თაკი მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.

„რეჟიმის ყველა პატიმარს, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ბედნიერების უფლებას ართმევენ. სიძულვილს და რეპრესიებს სოლიდარობით და სიყვარულით გადავლახავთ!!!

ძალიან დიდი მადლობა!“, – წერს თაკი მუმლაძე.

ცნობისთვის, თაკი მუმლაძის სპექტაკლი „ნინო, ჩემი აფროდიტე“ პრემია „თავისუფალი 2024“-ის გამარჯვებულია ნომინაციაში საუკეთესო სპექტაკლი.

17 დეკემბერს დამოუკიდებელი თეატრების პრემია „თავისუფალი“ რუსთაველზე, თეატრალური უნივერსიტეტის წინ, მეგაფონით და სასტვენებით ჩატარდა.

მსახიობების ვიდეომიმართვები: „თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სისტემის ყველა უკანონო პატიმარს! ძალა ერთობაშია!“ – ცნობადი სახეები ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g