LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ მინისტრი დღეს რაჭას ეწვევა

159

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს რაჭას ეწვევა.

გიორგი კვირიკაშვილი ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას და სამონასტრო კომპლექსის კურთხევის ცერემონიალს დაესწრება.

პრემიერ–მინისტრი ასევე შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო “შაორის” სამშენებლო სამუშაოებსაც დაათვალიერებს, რომლის მშენებლობაც სახელმწიფო პროგრამის – „უმასპინძლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g