LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი სვანეთში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს

88557ee879b8c613cb1ecfc1e6ca7650

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  სვანეთში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები დააანონსა. ბახტაძის განცხადებით, რეგიონში იგეგმება გზების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, აშენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საოჯახო ბიზნესის განვითარების საშუალებას მისცემს.

“ის პროექტები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ნამდვილად დადებითად აისახა სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე. მეტიც, თვალსაჩინოა, რომ არსებული ინფრასტრუქტურა ტურისტების ნაკადის მომსახურებისთვის საკმარისი არ არის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მესტია უკვე ოთხსეზონიან კურორტად გადაიქცა.2019-20 წლებში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება გზების მშენებლობაში. დღეს, მთავარია ჩვენ ინფრასტრუქტურა და გზები მოვაწესრიგოთ, უკვე თითქმის 200 საოჯახო სასტუმროა გახსნილი მესტიაში და ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს ჩვენი პოტენციალის მხოლოდ ხუთი პროცენტია. წინ უფრო მეტი წარმატება გველის”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერმა დღეს, თეთნულდის და ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტები დაათვალიერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g