მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერის ხელმოწერით 25 ივნისს გამოქვეყნდა.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მერაბ ტურავა თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან არის გათავისუფლებული.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან”,- ნათქვამია ბრძანებაში.
