LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა

147
1694114685-ირაკლი-ღარიბაშვილი-და-ჯოზეფ-ბორელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჯოზეფ ბორელის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. მთავრობის მეთაურმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი თბილისს 7 სექტემბერს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g