როგორც ცნობილია, 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკელი მომღერალი, ბიონსე მეშვიდე სტუდიურ ალბომს Renaissance გამოუშვებს.
სულ ცოტა ხნის წინ მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა არტისტმა ალბომიდან პირველი სინგლი გაავრცელა. Break My Soul, ასე ჰქვია ბიონსეს პირველ საცეკვაო სინგლს ალბომიდან Renaissance. ალბომი დღის სინათლეს 29 ივლისს იხილავს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „გრემის“ მფლობელი ბიონსე „ვოგის“ ივლისის ნომრის გარეკანზე მოხვდა, ფოტოსესიაში ვარსკვლავმა უამრავი შთამბეჭდავი „ლუქი“ მოირგო. მთავარ ფოტოზე მას „სკიაპარელის“ ოქროსფერი მოსასხამი ამშვენებს.