სამი ,,გრემის” მფლობელმა მუსიკალურმა არტისტმა უიქენდმა კომპოზიციაზე Blinding Lights გადაღებული ვიდეოკლიპი გამოუშვა, კომპოზიცია მის მომავალ ალბომში Chapter VI შევა, რომელიც მიმდინარე წელს გამოვა.
სულ ცოტა ხნის წინ, თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა არენბი და ჰიპ-ჰოპ არტისტმა, კიდევ ერთი კომპოზიცია Heartless და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომღერალს ორივე ვიდეოკლიპში ერთი და იგივე წითელი კოსტუმი აცვია, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. „მას იგივე კოსტუმი აცვია“, „საწყალი, სხვა კოსტუმისთვის ფული არ ეყო“ – წერენ სოციალურ ქსელში.
3 ,,გრემის" მფლობელი The Weeknd ახალ ნამუშევარს Heartless აქვეყნებს (ვიდეო)
ნამუშევარში პროდიუსერი Metro Boomin მონაწილეობს. სიმღერა არტისტის მომავალი ალბომის Chapter VI სინგლია
შეგახსენებთ, უიქენდმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday დაიწყო.