LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა – გოგოლის ,,შეშლილის წერილები“ რუსთავის თეატრის სცენაზე!

151

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ სოსო ნემსაძის ახალ  სპექტაკლს ,,შეშლილის წერილები“, ნიკოლაი გოგოლის ამავე ნაწარმოების მიხედვით. სპექტაკლის პრემიერა, რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე  21 თებერვალს, 20 საათზე შედგება.

„აბა, ერთი ჩამაცვით მოდაზე შეკერილი რუჩესეული ფრაკი, გამიკეთეთ ისეთივე ჰალსტუხი, როგორიც თქვენ გაქვთ, – მაშინ ჩემი ფეხის მტვრადაც არ ეღირებით. მაგრამ, რას იზამ, ხელმოკლე ვარ“.

როდის სცდება ადამიანის ფსიქიკა საზღვარს და არსებობს თუ არა გზა ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად, შეგვიძლია თუ არა ვებრძოლოთ მოუწესრიგებელ სისტემას, არაჯანსაღ გარემოს, თაობათა შორის მუდმივ ომს, უსამართლობას და არამკითხე მოამბეების მხრიდან სხვის ცხოვრებასა და სულში ძრომიალს – 21 თებერვალს რეჟისორი სოსო ნემსაძე, მაყურებელსა და მსახიობებს ერთ სივრცეში სცენაზე მოაქცევს და კიდევ უფრო ახლოდან შეახედებს არსებული პრობლემებით სავსე რეალობას.

სპექტაკლის სცენოგრაფიაზე თავად რეჟისორმა სოსო ნემსაძემ იმუშავა, კოსტიუმების მხატვარი  მაია სხირტლაძეა, მუსიკალური გაფორმება: სოსო ნემსაძეს და ლელა არაბულს ეკუთვნის, ქორეოგრაფი გია მარღანიაა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ანდრია ვაჭრიძე, ეკატერინე ქვრივიშვილი, ნინო მესხი, ბექა ყულიჯანიშვილი, შოთა მერკვილაძე, ლაშა კანკავა, გიორგი ბუაძე, ანა შარვაძე, ნიკო მოსიაშვილი, ზაზა თაგოშვილი, თამარ კანდელაკი, ნათია გელაშვილი, ნუკრი არჩვაძე, ანი დოდაშვილი, სოფიკო ჩხიტუნიძე, მარიამ კვიტაიშვილი, ლუკა ციხისთავი, რევაზ კოღოშვილი, მერი ფხოველიშვილი, ნათია მელაძე, ალბერტ ილარიონი.

სპექტაკლი ერთმოქმედებიანია, ხანგრძლივობა: 80 წუთი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g