ამერიკულმა როკ-ჯგუფმა System of a Down სიმღერა Genosidal Humanoids და კლიპი გაავრცელა. პრემიერა ონლაინ ფორმატში შედგა. გამოცემა Rolling Stone-ის ინფორმაციით ახალი ნამუშევრის მიზანი მთიანი ყარაბახის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხის შეგროვებაა.
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს, ყველასთვის მოულოდნელად, 15 წლის შემდეგ ჯგუფი ინდუსტრიაში დაბრუნდა. ბენდმა ორი ახალი კომპოზიცია Protect the Land და Genocidal Humanoidz გაავრცელა. კოლექტივმა ნამუშევრები სომხეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე კონფლიქტს მიუძღვნა.