ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Deep Purple, მიმდინარე წელს, თაყვანისმცემლები არაერთი სიახლით გაანებივრა – გაარცელა რამდენიმე ახალი კომპოზიცია და ჯერ კიდევ თებერვალში ახალი ალბომიც დააანონსა.
და აი, ჰარდ როკისა და ჰევი მეტალის პიონერმა ჯგუფმა ახალი, რიგით 21-ე ალბომი Whoosh! გამოუშვა. ჩანაწერში 13 კომპოზიციაა შესული.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის პროდიუსერი ბობ ეზრინია.
შეგახსენებთ, ჯგუფი ჰერტფორდში, 1968 წელს ჩამოყალიბდა. ბენდს 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. 2016 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.