27 წლის მაილი საირუსმა და 25 წლის დუა ლიპამ ერთობლივი კლიპი გამოუშვეს. ვიდეო სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა და მან უკვე 12 მილიონ ნახვას გადააჭარბა. გოგონებმა როკ-ვარსკვლავების იმიჯი მოირგეს და ალუბლის კომპოტით გაწუწეს ერთმანეთი. აღსანიშნაია, რომ მაილიმ და დუამ სიმღერა ყოფილ შეყვარებულებს მიუძღვნეს.
„ყველა ჩემი შეყვარებულის ხსოვნის საპატივცემულოდ, მირთვით …“, – თუ ვის გულისხმობს ამ სიტყვებში მაილი უცნობია, ის ასევე ამბობს, რომ უკვე თავისუფალია და ცხოვრებას ახლა იწყებს.
შეგახსენებთ, მაილი შეყვარებულს, ავსტრალიელ მომღერალს, კოდი სიმპსონს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. დუა ლიპა კი ანვარ ჰადიდთან კვლავ ურთიერთობაში იმყოფება.