LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა თეატრის დაბადების დღეზე!

75

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. თეატრის ახლად დანიშნული სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე ოსკარის მფლობელი ცნობილი ბრიტანელი დრამატურგისა და სცენარისტის, რონალდ ჰარვუდის ,,კვარტეტს“, რომლის ქართული ვერსიის ავტორიც თამაზ გოდერძიშვილია,  თეატრის დაარსების დღეს, 30 ნოემბერს წარმოადგენს. ამავე დღეს, რუსთავის თეატრის დამფუძნებელი სამი მსახიობის ვარსკვლავები გაიხსნება.

სიმბოლურია, რომ ამ დღისთვის რეჟისორმა სწორედ  ,,კვარტეტი“ შეარჩია,  პიესის ავტორს რონალდ ჰარვუდს  ეპიგრაფად შემდეგი სიტყვები აქვს წამძღვარებული:  ,,ეს პიესა ოთხი ვარსკვლავი მსახიობისთვისაა დაწერილი, იმათთვის, ვინც თეატრში საუკეთესოა.. სადაც უნდა იყოს ეს თეატრი…“

რა ხდება მაშინ, როდესაც დიდებული დღეები ერთ დღესაც წარსულად იქცევა  და მისი გახსენება ცნობილ ხელოვანებს აწ უკვე მოხუცთა თავშესაფარში უწევთ.  ტკბილი მოგონებების საღერღელს ჯუზეპე ვერდის დაბადების დღის სამზადისი უშლით,  როდესაც მათ ოპერა ,,რიგოლეტოდან“ კვარტეტის შესრულებას ავალებენ. სწორედ რეპეტიციების დროს  იხსენებენ ისინი რთულ და ამავე დროს  სასიამოვნო წარსულს. მიეცემა თუ არა ძველ თანავარსკვლავედს მაყურებლის წინაშე ძველ ამპლუაში წარდგომა, ამას უშუალოდ სპექტაკლზე მისული მაყურებელი იხილავს.

სოსო ნემსაძის  სპექტაკლში: ,,კვარტეტი“ რუსთავის თეატრის  ძველი თაობის მსახიობები: ირაკლი ბექაია, გია ტყეშელაშვილი, ბადრი კაკაბაძე, გალინა კიკნაძე, ნათელა მუხულიშვილი და ახალგაზრდა მსახიობი  ლუკა ციხისთავი მონაწილეობენ. სპექტაკლის სცენოგრაფიაზე თავად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g