სამი ,,გრემის” მფლობელმა, კანადელმა მუსიკოსმა The Weeknd, რომელიც ალტერნატიული არენბისა და პოპის ჟანრში მოღვაწეობს, ახალი კომპოზიცია After Hours გამოუშვა, სინგლი მის მომავალ ალბომში After Hours იქნება წარმოდგენილი, რომლის პრემიერაც 20 მარტს შედგება.
აღსანიშნავია, ბოლო პერიოდში არტისტი სიახლეებით ხშირად გვანებივრებს. სულ ცოტა ხნის წინ, მომღერალმა ორი ახალი ნამუშვარი და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი შემოგვთავაზა, რომელმაც საზოგადოებაში უცნაური შეფასებები დაიმსახურა. საუბარია მის ჩაცმულობაზე, არტისტს ორივე კლიპში ერთი და იგივე კოსტიუმი აცვია.
„საწყალი, სხვა კოსტუმისთვის ფული არ ეყო“ - The Weeknd-ს იგივე კოსტუმი აცვია, რაც წინა ვიდეოკლიპში
კომპოზიცია მის მომავალ ალბომში Chapter VI შევა, რომელიც მიმდინარე წელს გამოვა