LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ადგილზეა, შეცვლა არ სჭირდება – ბიძინა ივანიშვილი

110

პარტია „ქართულ ოცნებაში“ იყო პატარა გაუგებრობა, არაფერი სერიოზული, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ის, რაც გუნდში ხდებოდა, დაპირისპირებას ამას ვერ დავარქმევთ, ეს იყო პატარა გაუგებრობა, არაფერი სერიოზული არ იყო. ვუყურებდი გუნდის მუშაობას ყურადღებით. გიორგი კვირიკაშვილმა ადრეც შემთავაზა რამდენჯერმე პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება, მაგრამ ახლა ვნახე, რომ უნდა დავბრუნებულიყავი და ჩემი რესურსი მომეხმარა პარტიისთვის,” – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრის შეცვლას, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ “პრემიერი ადგილზეა, შეცვლა არ სჭირდება“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g