LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე

7825
BeFunky-collage (10)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანტივაქსერობასთან დაკავშირებით, მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა “ღამის კურიერში” ისაუბრა.

“ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან. ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე. დამხვდა ნული, როცა პრემიერ-მინისტრად მოვედი. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი “ფაიზერით”.

“ომიკრონზე” მე კი არ გავაკეთე განცხადება, მოუსმინეთ მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან რეალურად რა არის “ომიკრონი”. ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასრულების დასაწყისი. ის რომ ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს და ანტისხეულებს, ეს ჩემი ნათქვამი კი არაა, ესაა პროფესორი ფაუჩის და სხვა უამრავი მეცნიერის. მაგრამ მე განვმარტე და მინდა კიდევ განვუმარტო მოსახლეობას, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე ვარ, მოსახლეობას ტყუილს ვერ ვეტყვი და მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g