პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებს უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს.
საუბარია 25 აპრილს, გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული მილიარდერის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო ჩანაწერებზე, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის.
“არ ვთვლი საჭიროდ, რომ პრემიერ-მინისტრი განმარტებებს უნდა აკეთებდეს ასეთ ჩანაწერებზე… ამ ფალსიფიცირებული ჩანაწერების ამოცანაა საქართველოში ომის დაწყება. მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი… მე არ მსურს ამ თემაზე საუბარი…
მთელი ეს აჟიოტაჟი, ვითომ სკანდალები მიმართული იყო ერთი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონიტი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მეორე ფრონტი არ იქნებოდა საქართველოში მას შემდეგ დაიწყო ეს”, – თქვა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება “ლელოს” საპარლამენტო გუნდის მოთხოვნას, ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, პრემიერი ასე პასუხობს:
“კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
