LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ავტობანზე ნაგვის პრობლემა ზაფხულამდე უნდა მოგვარდეს

124

პრემიერმა ავტობანის დანაგვიანების პრობლემის

უსწრაფესად გადაჭრის განკარგულება გასცა

პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაგვიანების კუთხით კატასტროფული მდომარეობაა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ამ კუთხით მხოლოდ საინფორმაციო კამპანიები საკმარისი არ იქნება და საჭიროა მკაცრი სანქციების დაწესება.

„ავტობანის ტერიტორიაზე პოლიეთილენის პარკები და სხვა ტიპის ნაგავია მიმოფანტული ლანდშაფტზე. ეს ქვეყნის სახეა და ვერ შევეგუები, რომ ბუნება ასეთ მდგომარეობაში იყოს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მას მწვავე რეაქცია ექნება, თუ ზაფხულის სეზონისთვის, ანუ რამდენიმე თვეში ეს პრობლემა არ მოგვარდა.

მთავრობის მეთაურმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისგან მოისმინა ინფორმაცია, პრობლემის კომპლექსურად გადაჭრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გიგლა აგულაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენელთა ჩართულობით ჩამოყალიბებული  სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში დაასრულებს მუშაობას ერთიან მოდელზე, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს, ადმინისტრირების გაუმჯობესებას, საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას, მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას და ყველა მუნიციპალიტეტს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მინისტრის თქმით, ასევე განხორციელდება ყოველდღიური მონიტორინგი და პროცესის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას მუდმივად მიიღებს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემის დროული აღმოფხვრა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ნაგვის დაყრაზე კონტროლი გამკაცრდა. ორშაბათიდან დედაქალაქში ამაზე კონტროლი, ინსპექტორებმა აიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g