LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ჩვენი ბრძენი პატრიარქის დამსახურებაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო, არის და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის

86
fortuna.ge - 2022-03-25T142111.853

უნდა ითქვას პირდაპირ,სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი იყო, არის და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის – ჩვენი ბრძენი პატრიარქის ილია მეორეს დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მოიპოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა მრევლს ამბიონიდან მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო და არის საფუძველი, რასაც ქართული იდენტობა ეფუძნება.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ყოველთვის, ქართველი ერის ისტორიის განმავლობაში, თაობიდან თაობას გადასცემდა იმ ძირითად ფასეულობებს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ კულტურასთან, რწმენასთან.

ეს იყო და არის ის საფუძველი, რასაც ეფუძნებოდა და ეფუძნება ქართული იდენტობა.

ამიტომ, ალბათ, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო, არის და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის. იმის მიუხედავად, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო ნაწილი დიდი მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყაროსი, ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები ყველა ეპოქაში მიისწრაფოდნენ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისკენ.

დიდმა საერო მამებმა – ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე, დიმიტრი ყიფიანი, ჩვენს გამორჩეულ სასულიერო პირებთან ერთად, შემდგომში პატრიარქებთან – ილია მეორე, კალისტრატე, ამბროსი ხელაია, დაჟინებული ძალისხმევით შეძლეს და 1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალია გამოცხადდა, ახდა იმ დროს ქართველების ოცნება. 1990 წლამდე ვერ პოვა ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მსოფლიო მასშტაბით.

ჩვენი ბრძენი პატრიარქის ილია მეორეს დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მოიპოვა, ეს მისი ავტორიტეტის დამსახურებაა. ვუერთდები მილოცვას. დაე, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გაერთიანების სიმბოლო. შესაბამისად, ერს და ბერს, მოკრძალებით გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g