LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრობს – პრივატიზაციიდან შემოსავალი 45 მლნ–ს აღემატება

78
79888061-1531275607010338-8409260526336475136-o

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრობს.

„საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 თვის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 5%-ზე მეტი და საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ წლის საბოლოო მონაცემებსაც.

კარგი მონაცემები გვაქვს მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, გვაქვს 14%-იანი ზრდა, თუმცა, ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა მაქსიმალურად დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს. კარგი გვაქვს მონაცემები ასევე ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ციფრმა გადააჭარბა 9 მილიონს და დღეს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ტურიზმის სააგენტოს ანგარიში და გეგმები მოვისმით. დღეს ასევე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ზამთრის კურორტებიმესტია, გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი მზად არიან უმასპინძლონ სტუმრებს და ტურისტებს საქართველოდან,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ასევე სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესზეც. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ დავიწყეთ დაჩქარებული პრივატიზაცია, რაც ნიშნავს 100 ქონებას, რომელიც მუდმივად იქნება ეკონომიკის სამინისტროს ნუსხაში და გვაძლევს შესაძლებლობას გავააქტიუროთ ის აქტივები, რაც აქამდე ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებდა. თვის განმავლობაში მოხდა 28 ქონების რეალიზაცია, რაც დაახლოებით 45 მილიონ ლარს აღემატება“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g