მთავრობის პრესსამსახური პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილს ავრცელებს. მთავრობის მეთაურის თქმით, გურიაში, სტიქიის ზონაში ყველა შესაბამისი უწყება არის მობილიზებული.
გურიაში, სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს
გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
„ოზურგეთში მთელი ღამე კოკისპირულად წვიმდა, ცენტრალურ ქუჩაზე წყალი მდინარესავით მოდის, ახლა ისევ წვიმს, ყველას ეშინია..“ – რას ამბობენ ადგილობრივები სტიქიის ზონიდან
გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სტიქიამ პრობლემები ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც შექმნა.
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად, სრულად არის მობილიზებული ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეტაპზე სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ დგას.
განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე