LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: გილოცავთ ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს

51
BeFunky-collage

დღეს ანდრიაობაა – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოც წერილს ავრცელებს პრემიერი.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა დემოკრატიის პოლიტიკურ და სამართლებრივ პრინციპებთან ერთად, სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს უნდა დაეფუძნოს.

„გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს!

განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა დემოკრატიის პოლიტიკურ და სამართლებრივ პრინციპებთან ერთად, ჩვენს სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს უნდა დაეფუძნოს.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენა ორი ათასწლეულია საფუძვლად უდევს ამ ფასეულობებს, აყალიბებს ქართველთა თვითმყოფადობას, განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას და კულტურას.

2018 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ სიხარულით გაიზიარა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა და 12 მაისი – წმინდა ანდრია მოციქულის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლის ხსენების დღე, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

მჯერა, რომ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებთან დაბრუნების ეს სიმბოლური გადაწყვეტილება უდიდესი მნიშვნელობისაა ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის დღეს, ასევე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები