LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით

454
1

“ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს და გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად, ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა”, – განაცხადა პრემიერ-მინსიტრმა ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის წარდგენის დროს და კონცეფციაზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონცეფცია წლის ბოლოს იქნება დასრულებული.

პრემიერის განცხადებითვე, გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით და ბანკებით:

“მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ – ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილზე ვიმყოფებით, ცნობილ გონიოს ციხეში. აქვე ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასევე უნიკალური ადგილი – გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი, თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით.

რეალურად, ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროშია სპეციალზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და რეგიონში.” – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g