LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: “მადლობას ვუხდი ქალბატონ ნონას იმ სიხარულისთვის, რასაც ახლა თითოეული ქართველი განიცდის”

70
BeFunky-collage (9)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს იტალიაში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს.

“მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის, გასაოცარი სპორტული ბიოგრაფია კიდევ ერთი დიდი გამარჯვებით გაგრძელდა – ქალბატონმა ნონამ იტალიაში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მერვედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

მადლობას ვუხდი ქალბატონ ნონას იმ სიხარულისთვის, რასაც ახლა თითოეული ქართველი განიცდის და კვლავაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ” – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ნონა გაფრინდაშვილმა მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ მოჭადრაკეთა შორის: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g