LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები – ეკატერინე ტიკარაძე მომავალ ჯანდაცვის მინისტრზე

150
ეკატერინე-ტიკარაძე-ვაქცინაციის-აუცილებლობის-თაობაზე

ვინ ჩაიბარებს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯერ ისევ უცნობია. ინფორმაციას არც მოქმედი ჯანდაცვის მინისტრი ფლობს.

დაუჭერს თუ არა ეკატერინე ტიკარაძე მხარს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისთვის მისაღები იქნება კანდიდატი, ვისაც პრემიერ-მინისტრი დაასახელებს.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს და „გუნდი ერთობლივად გაასაჯაროვებს”.

„პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები და მასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება იმას, რატომ გააქტიურდა ეკატერინე ტიკარაძე სხვადასხვა პრეზენტაციის გამართვის მიმართულებით, მინისტრის თქმით, ღონისძიებები პანდემიის პირობებში განვლილ 2- წლიან პერიოდს ემსახურება.

„ჯანდაცვის სამინისტროს 11 მიმართულება აქვს. მნიშვნელოვანია, რომ გუნდის ყველა წევრი ერთნაირად იყოს დაფასებულ და შეფასებული. ეს ღონისძიებები ემსახურება 2-წლიან რთულ პერიოდს, რომელიც კოვიდ-პანდემიის პერიოდში გავიარეთ და მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, რომ საზოგადოებას წარმოუდგინონ მათ მიერ შესრულებული სამუშაო”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომა ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს დააანონსა. ის თანამდებობაზე წლის ბოლომდე დარჩება.

magti 5g