LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: მინდა უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ომის სწრაფად დასრულება

152
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (23)

ჩვენ ყველამ ერთად ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. მთავრობა, პარლამენტი, მთელი საზოგადოება იყო ჩართული ამ პროცესის მართვაში. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყანა დღეს ამ ეტაპზე გამარჯვებული გამოვიდა, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი ყველასთვის დიდი გამოწვევაა.

„მინდა, დავიწყო რეგიონის სიტუაციის აღწერით. ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. უკრაინაში ომი ჩვენთვის, ყველასთვის დიდი გამოწვევაა. ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე ჩვენს რეგიონზე, ქვეყანაზე, მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე. შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს კარგად გვაქვს გააზრებული.

12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის ზედმიწევნით შესრულდა: ირაკლი ღარიბაშვილი

ეს არის ურთულესი გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ძალიან გონივრული მართვა და ჩვენ შესაბამისად ავაწყვეთ ჩვენი პოლიტიკა. პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა დავიჭირეთ. სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ამ სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ. არაერთხელ მითქვამს და ჩვენი გუნდის წევრების საერთო სულისკვეთება არის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი მოტივაციით, იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში, ჩვენს ხალხს, ხალხის ინტერესებს სჭირდება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ მშვიდობა უსურვა.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით. კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ომის სწრაფად დასრულება. ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის მიმართ და ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g