LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი მოჭიდავეებს შეხვდა

156
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს და თავისუფალ ჭიდაობაში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონს– ვლადიმერ ხინჩეგაშვილს შეხვდა და მათ ჩემპიონატში მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.„ჩემთვის სასიხარულოა, რომ დღეს აქ ერთად შევიკრიბეთ. გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, ეს არის საქართველოს და ჩვენი ხალხის გამარჯვება. ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ გვყავს ასეთი სპორტსმენები,“–განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატების აღსანიშნავად, სპორტის ახალ სასახლეში დღეს საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ჩემპიონები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მეტოქე დაამარცხა, ფინალურ დაპირისპირებაში კი ირანელ მოჭიდავეს ჰასან რაჰიმს ბოლო წამებზე 5:4 აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, ლას ვეგასში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მედლებთან ერთად, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც აიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g